„ლიბერთი ბანკმა“ საქართველოს მთავრობასთან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება და 23 მარტიდან აცხადებს 100 მილიონ-ლარიან პროგრამას, აპრილის თვის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით. ამის შესახებ „ლიბერთი ბანკმა“ განცხადება გაავრცელა.
ამ ეტაპზე, ეს პროგრამა შეეხება ყველაზე სარისკო ჯგუფში მოაზრებულ ადამიანებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 70 წელი. პროგრამის შესახებ დეტალები ორშაბათს გახდება ცნობილი.