ლია მიქაძისა და ლია ბურჭულაძის გახსენება

კინოს სახლში კოლეგებმა და ახლობლებმა ლია მიქაძე და ლია ბურჭულაძე გაიხსენეს. ლია მიქაძე საქართველოს პირველი ტელევიზიის სახე იყო, რომელმაც ალექსანდრა მაჭავარიანთან ერთად, 1956 წლის 30 დეკემბერს, მთაწმინდის ანძასთან მოწყობილ ტელეხედვის სტუდიიდან მოსახლეობას სატელევიზიო მაუწყებლობის დაწყების შესახებ აცნობა. 2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, პირველმა არხმა მას თბილისის ანძის სიახლოვეს, საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა. ლია ბურჭულაძე კი საქართველოს ტელევიზიაში ჟურნალისტად 1960 წლიდან, 45 წლის განმავლობაში მუშაობდა.