ტელემაუწყებლობის 65 წელი - საქართველოს პირველი ტელევიზია იუბილარია

ტელემაუწყებლობის 65 წელი – საქართველოს პირველი ტელევიზია იუბილარია. 1956 წლის 30 დეკემბერს, ზუსტად 65 წლის წინ, ფუნიკულიორზე, მთაწმინდის ანძასთან სადიქტოროსამაკეტო სტუდიიდან, ქვეყნის ისტორიაში პირველი პირდაპირი ეთერი შედგა, რომელსაც ლია მიქაძე და ალექსანდრა მაჭავარიანი უძღვებოდნენ. ცისფერი ეკრანი ზუსტად 20 საათზე აინთო. ტელეხედვის სტუდია თავდაპირველად დღეგამოშვებით მაუწყებლობდა. ათი წლის შემდეგ კი, ტელევიზია ახალ მისამართზე, ანუ არსებულ შენობაში, კოსტავას 68-ში გადმოვიდა. გაიზარდა მასშტაბები და დაფარვის არეალი. არხზე საინფორმაციო სამსახური გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს გაჩნდა. „უკანასკნელ ამბებს“ სახელწოდება 1968 წელს შეეცვალა და „მოამბე“ დაერქვა. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს პირველ არხს, ტელესკოლას, საქართველოს რადიოსა და ვებ პლატფორმას, 1TV.GE აერთიანებს. მორგებულია ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მაყურებელზე და ქვეყანაში ყველაზე სანდო, დაბალანსებულ და უსაფრთხო მედიას წარმოდგენს.

დატოვე კომენტარი