ლევან შონიას აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს აღკვეთის ღონისძიებად 5000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. წინასასამართლო სხდომა 4 თებერვალს ჩაინიშნა.

ლევან შონიას წინააღმდეგ ბრალდება იმ სისხლის სამართლის საქმეში ერთიანდება, სადაც ქრთამის აღების მუხლით ზუგდიდის ყოფილი მერი და მისი მოადგილე არიან ბრალდებული. მათგან განსხვავებით, ლევან შონიას არა ქრთამის, არამედ უკანონო საჩუქრის სახით, ბიზნესმენისგან 10 ათასი დოლარის აღებას ედავებიან. ის თანხის აღებას ადასტურებს, თუმცა არა უკანონო საჩუქრის, არამედ ქველმოქმედების მიზნით.