ლევან ხაბეიშვილის განცხადება

საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თბილისის მერს შვებულების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანაში დაავადების ასეთი მაჩვენებელია და სასწრაფო მანქანები დროულად ვერ მიდიან პაციენტებთან, თბილისის მერი შვეიცარიაში არ უნდა იყოს.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ აუცილებელია ჩაინიშნოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სადაც იმსჯელებენ მოქალაქეების უფასო ვაქცინაციაზე. ოპოზიცია ითხოვს სასწრაფოს მანქანების დამატებასაც.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას საკრებულოს უმრავლესობაში პასუხობენ. დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ დედაქალაქის მერი უკვე რამდენიმე დღეა თბილისშია.

საკრებულოს უმრავლესობა რიგგარეშე სხდომის გამართვის აუცილებლობას ვერ ხედავს.