გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის შტაბში ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ზუგდიდში თანამდებობის პირები წინასაარჩევნოდ მოსახლეობას პირადობის მოწმობებს ართმევენ. მისივე თქმით, პირადობის მოწმობების ჩამორთმევა ამომრჩევლებისთვის იმ მიზნით ხდება, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე მისული მოსახლეობის ეშინია. ლევან ხაბეიშვილმა დაასახელა შსს-ს მაღალჩინოსნები, ვინც მისი თქმით, ამ პროცესებში არიან ჩართული.