რა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს სამართალდამცავებმა მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის დაკავებისას. ნარკოდანაშაულში ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ჯიბღაშვილს ჰქონდა ორი ნატეხი კლუბური ნარკოტიკი „ექსტაზი“ და ნახევარი გრამი კოკაინი.
ამირან გიგუაშვილის თქმით, დაცვის მხარის სტრატეგიიდან გამომდინარე, მან ნარკოტიკის ოდენობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად არ გაასაჯაროვა, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გადაწყვიტა განმარტების გაკეთება.
რაც ეხება პირად მოხმარებას, იყო თუ არა ლევან ჯიბღაშვილი დაკავების მომენტში ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ, არსებული ინფორმაციით ექსპერტიზა ჯერ არ დასრულებულა.