ლევან გორგაძის მორიგი წარმატება

ჰარუ ბაშოს მერვე საშეჯიბრო დღეს მეხუთე გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ.

ტოჩინოშინის პირისპირ მონღოლი მებრძოლი, ტურნირის ლიდერი, იჩინოჯო იყო.

ქარველმა ოძეკიმ ორთაბრძოლა ტაქტიკურად სწორად წარმართა, სასტარტო შეჯახებისას ოდნავ გვერდით გაიწია და მეტოქის ქამარი აიღო.

ხვალ ტოჩინოშინის მოწინააღმდეგე მესამე მაეგაშირა შოდაი იქნება, რომელსაც ბაშოზე რვიდან რვა წაგება აქვს.

ლევან გორგაძეს წინ კიდევ შვიდი შეხვედრა აქვს. ოძეკის რანგის შესანარჩუნებლად, მას მინიმუმ სამი გამარჯვება სჭირდება.