მაყურებლის ოვაციების ფონზე, ქართველ ლევან გორგაძე-ტოჩინოშინს იაპონიის იმპერატორის თასი გადაეცა.
ტოჩინოშინი პირველი ქართველი და მესამე ევროპელია, რომელიც იაპონიის ნაციონალური სიამაყის, სუმოს იმპერატორის თასის მფლობელი გახდა. გორგაძემ ტიტული ვადამდე გაინაღდა და კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა.
დღეს ქართველმა უკვე ჩემპიონის რანგში ბოლო ბრძოლა იაპონელ ენდო შოთასთან გამართა და ისიც მოიგო. მან ბრძოლის ბალანსი 14:1-ზე აიყვანა
ბრძოლების დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც ქართველს იმპერატორის თასი გადაეცა.