ლევან გორგაძე - ტოჩინოშინმა ბოლო ბრძოლაც მოიგო
ლევან გორგაძე - ტოჩინოშინმა ბოლო ბრძოლაც მოიგო

ლევან გორგაძე – ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშო 2018-ზე, ჩემპიონის რანგში ბოლო ბრძოლაც მოიგო. მან იაპონელი ენდო შოთა დაამარცხა. გორგაძე​მ ბრძოლების ბალანსი 14:1-ზე აიყვანა.

ლევან გორგაძე პირველი ქართველი და მესამე ევროპელია, რომელიც იაპონიის ნაციონალური სიამაყის, სუმოს იმპერატორის თასის მფლობელი გახდა. ტოჩინოშინმა ტიტული ვადამდე გაინაღდა და კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა.