ლენტეხში სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა. ახლადგახსნილი ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. დაწესებულებაში დაინერგა „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომსახურება, რაც არამხოლოდ სოციალური, არამედ დასაქმების ხელშეწყობის, ბავშვზე ზრუნვისა და ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვადასხვა სერვისის ერთ სივრცეში მიღებას გულისხმობს.