„ლელო საქართველოს“ განცხადებით, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობაა, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მათი განცხადებით, სოციალურად მოწყვლად და დაუცველ ოჯახებთან მიმართებით ხელისუფლების ნაბიჯები არაეფექტური აღმოჩნდა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „უნისეფის“ ანგარიშმა. მათივე ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 22% და ბავშვების 28% პროცენტი სიღარიბის ზღვარზეა.