განცხადება პარტია „ლელოში“

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები, საბა ბუაძე და ვატო სურგულაძე ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ, დროებით 520-ე დადგენილების მოქმედება შეაჩეროს და შეიმუშაოს გეგმა კრიზისით მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურებისთვის.

მათი განმარტებით, კორონავირუსისგან შექმნილი ვითარება სამედიცინო სექტორსაც შეეხო და პრობლემები შეუქმნა. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ დაიწყონ მუშაობა სამედიცინო სექტორის დასახმარებლად.