„ლელო“ ევრორეკომენდაციებზე სამუშაო ჯგუფს ემიჯნება

ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელიც ევრორეკომენდაციებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფს ემიჯნება, პარტია „ლელოა“. ისინი დღეს საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ექსპერტებს „ლელოს“ გეგმა – „9 ნაბიჯი ევროპისკენ“ გააცნეს და იმსჯელეს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ევროკომისიის რეკომენდაციები მაქსიმალურად მოკლე ვადაში.

მათი განმარტებით, „ლელოს“ გეგმა მოიცავს შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებს, კანონპროექტებსა და კონკრეტულ რეფორმებს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ევროკავშირის ცხრა რეკომენდაცია.