ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეეფარდა

ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით პატიმრობა შეეფარდა. განაჩენის გამოცხადებას უკმაყოფილება მოჰყვა ოჯახის მხრიდან. ისინი პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით მიმართავენ. სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერები. შეგახსენებთ, მას ბრალი აქციების დროს პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ჰქონდა წარდგენილი.