ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით პატიმრობა შეეფარდა. განაჩენის გამოცხადებას უკმაყოფილება მოჰყვა ოჯახის მხრიდან. მათ პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით უკვე მიმართეს. სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი. შეგახსენებთ, ლაზარე გრიგორიადისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე 2023 წლის მარტის აქციებისას პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედებოდა ბრალი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გასული წლის 31 მარტს შეეფარდა.