პოლიციელების თავდასხმაში ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის პროცესზე დღეს ბრალდების მოწმე, სასაქონლო ექსპერტი იკითხება. როგორც პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა, ექსპერტმა შეაფასა პოლიციის დაზიანებული ავტომანქანების ზარალი. სწორედ ერთ-ერთი ავტომანქანის დაზიანებაში ადანაშაულებენ ლაზარე გრიგორიადისს. პროკურორის განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნით, ზიანმა 39 000 ლარი შეადგინა. გამოძიება გრიგორიადისს პოლიციელებზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება. საქმე ეხება 7-8 მარტის საპროტესტო აქციებს, რომლის მონაწილეც ლაზარე გრიგორიადისი იყო.