საქალაქო სასამართლოში დღეს 7-8 მარტის აქციაზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმის პირველი არსებითი განხილვა გაიმართა. სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. ბრალდების მხარის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურდება წარდგენილი ბრალეულობა. ადვოკატების განმარტებით, სასამართლოში მათ მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე, საბოლოოდ გამამართლებელი გადაწყვეტილება დადგება.