ლატვიის სეიმის საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ თბილისში. საკანონმდებლო ორგანოში გამართულ დისკუსიას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და საქართველო-ლატვიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია. იმსჯელეს თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებზე. აღინიშნა მსგავსი დისკუსიების მნიშვნელობა. იმედი გამოითქვა, რომ ლატვია გააგრძელებს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერას.