დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.
საქალაქო სასამართლომ გირაოს შეფარდებაზე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა. გოგიას ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 5000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, გია გულორდავას ადვოკატი კი 10 000 ლარიან გირაოს.
რაც შეეხება ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, თენგიზ ქობალიას, მისმა ადვოკატმა 65 000 ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა, თუმცა არც მისი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად დაკავებული ხუტა ბაღათურიას შუამდგომლობა, რომელსაც გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემას ედავება.
სუს-მა გულორდავა და გოგია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გასული წლის პირველ ნოემბერს დააკავა.