ეროვნული ბანკის ჩარევისა და ინტერვენციის შემდეგ, ლარის კურსი 90-იან ნიშნულს ჩამოცდა. ერთი დოლარის ფასი დღეისათვის საშუალოდ 2 ლარსა და 88 თეთრს შეადგენს. ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებებთან დაკავშრებით, კომენტარი გააკეთა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ლარის დასტაბილურება მნიშვნელოვანია და ახლა მთავარია, კურსის კლების ტენდენცია შენარჩუნდეს. ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, იზიარებს თუ არა ის ქვეყნის პრემიერის მოსაზრებას, რომ ლარის გაუფასურება 20-21 ივნისის მოვლენებთან არის დაკავშირებული, კალაძემ განაცხადა, რომ ერთი მიზეზის დასახელება და კონკრეტული მიმართულების გამოყოფა შეუძლებელია, და განმარტა, რომ ყველაფერი ერთად კავშირშია.