ეკონომისტების შეფასებით, ქვეყანაში ლარის კურსი სტაბილურია. მათი განცხადებით, ეროვნული ბანკის ინტერვენციებმა შედეგი გამოიღო და ლარის კურსმა სტაბილურობა შეინარჩუნა. მათივე განმარტებით, ქვეყანაში არ არსებობს ლარის გაუფასურების ფუნდამენტური საფუძველი, ასევე ქვეყანაში ინფლაცია არის დაბალი. მიუხედავად ამისა, ეკონომისტების შეფასებით, არჩევნების შემდეგ დაანონსებულმა შესაძლო პოლიტიკურმა დესტაბილიზაციამ, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ლარზე და კურსის რყევები გამოიწვიოს.