სერტიფიცირებისა და ხარისხის ქართული სტანდარტების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ. კვლევა მოიცავს ორ ქართულ სტანდარტს „გეო-გაპი“ და „ქართული რძე“. დოკუმენტში საუბარია გამოწვევებზე. აღნიშნულია, რომ არსებულ სტანდარტებზე საჭიროა მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება. კერძოდ, ფერმერთა მიერ წარმოებულ პროდუქტზე უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია პროდუქტის ხარისხის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ერთი მხრივ უვნებელი სურსათის გარჩევადობას, მეორე მხრივ კი, მაღალხარისხიანი პროდუქციის ექსპორტს. ღონისძიება ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტის სახელწოდებაა “სურსათის და სოფლის მეურნეობის დარგების მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა”.