ახალციხის გენერალური გეგმის მოსამზადებელი კვლევები დასრულდა. საპროექტო ჯგუფმა ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა დარგობრივი მიმართულება შეისწავლა. კერძოდ, კვლევები ჩატარდა ქალაქგეგმარების, სატრანსპორტო, ეკონომიკური და სოციალური მიმართულებებით. საპროექტო ჯგუფმა შესრულებული სამუშაოების ანგარიში სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნო. არსებულ მონაცემებსა და მათგან მიღებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, საპროექტო კომპანია კონცეფციას შეიმუშავებს. გენერალური გეგმის შემუშავება ქალაქის იერსახისა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.