„კვლევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ქმედუნარიანობის რეფორმის შესახებ“ – ევროკავშირის ხელშეწყობით მომზადებული კვლევის მიზანი, მხარდაჭერის მიმღებ პირთა ყოველდღიური რეალობის, გამოწვევების და გამოცდილების შესწავლა, ასევე იმ პრაქტიკული ბარიერების გამოვლენა იყო, რომელსაც მხარდაჭერის მიმღები პირები და მხარდამჭერები აწყდებიან. კვლევის ფარგლებში, თბილისში, იმერეთში, აჭარასა და კახეთში ოთხი ფოკუს ჯგუფი ჩატარდა, საველე სამუშაოები 2021 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა. პრეზენტაციის განმავლობაში, დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დეტალურად განეხილა კვლევის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები.