სასტუმრო სექტორში დასაქმებულთა სახელფასო პოლიტიკისა და სამუშაო პირობების შესახებ, „ღია საზოგადოების ფონდში“ „ღირსეული შრომის პლატფორმა“ – „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, კვლევა ჩატარდა. როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, ამ კუთხით ქვეყანაში რთული მდგომარეობაა და სასტუმრო სექტორში დასაქმებულ ადამიანთა ანაზღაურება 1000 ლარს არ აღემატება. ფონდმა საქართველოში მაღალი ვარსკვლავის მქონე სასტუმროები გამოიკვლია, მათი თქმით, სასტუმრო სექტორი იძლევა საშუალებას, რომ პერსონალს ღირსეული ანაზღაურება და შრომის პირობები ჰქონდეთ.