კვების ვაუჩერები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

ბავშვის 50 ლარიან დახმარებას სოციალურად დაუცველი ოჯახები მარტის თვიდან სხვადასხვა მეთოდით მიიღებენ.

მუნიციპალიტეტების ნაწილში ამ თანხიდან 30 ლარი ბავშვის კვების სპეციალურ ​ბარათზე დაირიცხება. მისი გამოყენება მხოლოდ საკვები პროდუქტების შესაძენად იქნება შესაძლებელი. დარჩენილ 20 ლარს კი ეს ოჯახები თანხის სახით მიიღებენ.

კვების ვაუჩერების ბარათები ლიბერთი ბანკმა დაამზადა და მისი აღება სერვისცენტრებში იქნება შესაძლებელი. ჯანდაცვის სამინიტროს ვებგვერდზე კი ხელმისაწვდომია იმ მაღაზიების სია, სადაც ბენეფიციარები ვაუჩერის გამოყენებას შეძლებენ.

გაზრდილ დახმარებას 100 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები მიიღებენ.