როგორია აქციაზე დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე დაშავებული 102 მოქალაქე ქალაქის სხვადასხვა კლინიკაში რჩება. დაშავებულებს შორის არიან სამართალდამცველებიც.

საავადმყოფოებში შეყვანილი პაციენტების ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ორმა მათგანმა კი თვალი დაკარგა.

დაშავებულები მოინახულეს ჯანდაცვის სამინიტროს და ოპოზიციის წარმომადგენლებმა.