ხმაური და დაპირისპირება დადიანის ქუჩაზე

ხმაური და დაპირისპირება დადიანის ქუჩის 259 ნომერში. კაკიაშვილების ოთხსულიან ოჯახს სახლიდან ასახლებენ. თუმცა ამ დროისთვის შეთანხმება მიღწეულია და პროცესი სამი თვით გადავადდა. მიზეზი კერძო იპოთეკარისაგან აღებული სესხია. საუბარია, 16 000 დოლარზე. ოჯახმა ვალის მცირე დროით გადავადება მოითხოვა. სასამართლოს ორივე ინსტანციამ, გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული და სამი შვილი ჰყავს, მათგან ორი მცირეწლოვანი.