სწორედ საოკუპაციო რეჟიმის ბოლო მსხვერპლის საქმეზე ქართველი უფლებადამცველები მოსკოვისგან განმარტებებს ითხოვენ.
ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზის პასუხი დაახლოებით ორ კვირაში უნდა გახდეს ცნობილი. მანამდე კი ცენტრ „ემპათიას“ სოხუმში ჩატარებული ექსპერტიზის პასუხების გაცნობაც სურს, რისთვისაც უკვე მიმართა რუსეთის შესაბამის უწყებებს.
გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში დაკავებული და რუსულ სამხედრო ბაზაზე საათნახევარში გარდაცვლილი კვარაცხელიას საქმე ამ დრომდე ბუნდოვანებითაა მოცული. დღემდე უპასუხოდ რჩება კითხვაც – არსებობს თუ არა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ამსახველი ვიდეო-მასალა, რაზეც წინა კვირას საოკუპაციო რეჟიმი მიუთითებდა.
ყველა დაგროვილ კითხვაზე პასუხების მიღებას თბილისი საერთაშორისო პატნიორების დახმარებით ცდილობს.