დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 104 წლისაა.
აკადემიის დღესთან დაკავშირებით ბაკალავრიატის მეცხრე და საკანდიდატო კურსის მეთვრამეტე გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც თავდაცვის მინისტრი დაესწრო. ჯუანშერ ბურჭულაძემ კურსდამთავრებულებს დიპლომები, წარჩინებულებს კი ცეცხლსასროლი იარაღი გადასცა. აკადემიის დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით და უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა აკადემიის სამხედრო მოსამსახურეები. ნომინაციებში გამარჯვებულებმა კი ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორისგან საპატიო სიგელები მიიღეს. წელს, ბაკალავრიატი 67 იუნკერმა, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსი კი, 54 მსმენელმა დაასრულა.