საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს შეხვდა კულტურისა და სპორტი მინისტრი.
თეა წულუკიანმა სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და ფედერაციის წარმომადგენლებს კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერას დაჰპირდა. მინისტრის თქმით, სპორტსმენების სტიპენდიები გაიზრდება. თავდაპირველად, გაზრდილ სტიპენდიას ძიუდოსა და ჭიდაობის ფედერაციები მიიღებენ, ზრდა კი ეტაპობრივად, სხვა ეროვნულ ფედერაციებსაც შეეხება.
ქართველმა ვაჟმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მსოფლიოს ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე გახდნენ. ლაშა ბექაური ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო გიორგი სარდალაშვილი – ბრინჯაოს მედლის.