პასუხის პასუხი და ურთიერთბრალდებები. კულტურის მინისტრი და კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ერთმანეთს უპირისპირდებიან. „ქალბატონი თეას შურისძიების ობიექტი ვარ და დიდი ალბათობით, ნეტავ ვცდებოდე, მაგრამ ჩემზე არ გაჩერდება“, – წერს ფედერაციის პრეზიდენტი „ფეისბუქ“-გვერდზე. მინისტრის ბრალდებას, რომ ის ქალზე მოძალადეა, დავით წიკლაური დაუჯერებელს უწოდებს. სოციალურ ქსელში გავრცელებული მისი პოსტის შემდეგ, კულტურის მინისტრმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ძალადობის მცდელობის შემდეგ, დავით წიკლაური სპორტის სამინისტროსთვის ცარიელი ადგილია, თუმცა, უწყება კრივის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.