იორდანიაში, საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს კულტურის მინისტრების შეხვედრა გაიმართა. თეა წულუკიანმა და ჰაიფა ნაჯარიმ ქვეყნებს შორის ურთიერთობის განმტკიცებისა და კულტურული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული იდენტობის დაცვაზე. როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მასპინძელთა შეთავაზებით დაიგეგმა არქეოლოგიური ძეგლების მონახულება, სადაც მომავალში ერთობლივი საქმიანობის დაწყება შეიძლება. ამასთანავე,
საქართველო მონაწილეობას მიიღებს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში გამართულ ჯერაშის კულტურულ ფესტივალში, რომელიც მეფე აბდულა II-ის გამეფების 25 წლის იუბილეს ეძღვნება.