მუზეუმების აღდგენა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სახელოვნებო განათლების მაქსიმალური ხელშეწყობა, სიახლეები სპორტის სფეროში, – თეა წულუკიანმა დღეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.
კულტურის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის 200 მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება, 2030 წლამდე კი სახელოვნებო განათლების რეფორმა გატარდება, რაც შესაბამისი უნივერსიტეტების დაფინანსების გაზრდასაც გულისხმობს. გეგმა მუზეუმების მართვის თანამედროვე მოდელის დანერგვას და ყველაზე დიდი, ანუ ხელოვნების მუზეუმის აღდგენას გულისხმობს. პრიორიტეტებია კულტურაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ისტორიული ძეგლების შესწავლა და რეაბილიტაცია, სკოლამდელი, სასკოლო და საუნივერსიტეტო სპორტის განვითარება და ახალგაზრდების ინიციატივების დაფინანსება.
პრეზენტაციამ წინა ხელისუფლების დროს გატარებული რეფორმების კრიტიკის ფონზე ჩაიარა.