„კულტურათა დიალოგი 21-ე საუკუნის“ წარმომადგენლები ცნობილ ქართველ მეცნიერს ინესა მერაბიშვილს შეხვდნენ 

წიგნის სახლში ასოციაციის „კულტურათა დიალოგი 21-ე საუკუნის“ წარმომადგენლები ცნობილ ქართველ მეცნიერს, მთარგმნელს, საქართველოს ბაირონის საზოგადოების პრეზიდენტს, პროფესორ ინესა მერაბიშვილს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა გალაკტიონ ტაბიძის ლონდონში გამართული იუბილეს დეტალები იყო.

ინესა მერაბიშვილმა, რომელიც აღნიშნული ღონისძიებების ორგანიზატორი იყო, შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა.