გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო საღამო

გალაკტიონ ტაბიძის 130 წლის საიუბილეო საღამოს აღსანიშნად სტუმრები გუდიაშვილის სკვერში შეიკრიბნენ. ღონისძიებაზე პოეტის შემოქმედება კიდევ ერთხელ გაიხსენეს. სცენა საიუბილეო საღამოსათვის გაფორმებული იყო გალაკტიონის საარქივო ფოტომასალის ინსპირაციით, მხატვარ გიორგი ჯინჭარაძის მიერ შექმნილი ილუსტრაციებით. ღონისძიებას თბილისის მერიც ესწრებოდა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სასიხარულოა, რომ თბილისი „წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ გახდა და ამ სტატუსის ფარგლებში, არაერთი პროექტი განხორციელდა, მათ შორის გალაკტიონის საიუბილეო კვირეული.