ვახტანგ ჯავახაძე 90

პოეტი, მწერალი და მთარგმნელი, რომელმაც საკუთარი მოღვაწეობის დიდი ნაწილი გალაკტიონ ტაბიძეს და მისი შემოქმედების კვლევას მიუძღვნა.

ვახტანგ ჯავახაძე ხვალ 90 წლის გახდება. ასაკის მიუხედავად წერა არასდროს შეუწყვეტია, ამჯერად გალაკტიონისადმი მიძღვნილი წიგნის, „უცნობის“ მერვე გამოცემაზე მუშაობს. პარალელურად ემზადება საკუთარი ლექსების 2-ტომეულის გამოსაცემად. არაერთი პრემიის ლაურეატი სიურპრიზსაც ამზადებს – მუშაობს ანა კალანდაძის დღიურებზე და უახლოეს მომავალში კიდევ ერთი დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ წიგნის გამოცემას გეგმავს.