„გალაკტიონი უცენზუროდ“

საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ჩანაწერები გალაკტიონზე. ის, რაც მკითხველისთვის დღემდე მიუწვდომელი იყო, ერთ წიგნად გამოსცეს. სხვადასხვა საცავში წლების განმავლობაში დაცული ხელნაწერებისა და ჩანახატების შესწავლის შემდეგ, მზად არის კრებული, რომელიც პოეტს საზოგადოებას სულ სხვა კუთხით დაანახებს და უფრო ახლოს გააცნობს.