სასამართლოში ერეკლე კოდუას საქმეზე კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი არჩილ არევაძე დაიკითხა.
მოწმემ 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მათ შორის დაადასტურა ინფორმაცია, რომ 7 ნოემბერს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაშინდელი უფროსი იმყოფებოდა, როგორც რუსთაველის გამზირზე, ისე ტელეკომპანია „იმედში“.