კუდ-ის მაღალჩინოსნების საქმე

ახალი გარემოებები ხდება ცნობილი ბადრი პატარკაციშვილის სახლთან თავდასხმის მომზადების საქმიდან.

სასამართლომ დღეს ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსი დაკითხა. გამოძიების ვერსიით, სწორედ ჯემალ შამათავამ აცნობა ბიზნესმენის დაცვას კუდ-ის მაშინდელი თანამშრომლების დანაშაულებრივი გეგმის შესახებ. პოლიციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჩვენების დროს დაასახელა იმ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის გვარი, რომელმაც მისი თქმით, პატარკაციშვილის საცხოვრებელი სახლიდან დაცვის მოხსნის დავალება მისცა. დღეს დაკითხული მოწმეების ჩვენებების მიხედვით, დანაშაულებრივი გეგმის კვალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებამდე მიდის. მათ შორისაა გია დგებუაძე, იგივე „მასტერა“, რომლისთვისაც ბრალის წარსადგენად ჰოლანდიურ მხარესთან კომუნიკაცია დაწყებულია. სწორედ ჰოლანდიიდან მოხდა 2016 წელს დგებუაძის ექსტრადირება.

დატოვე კომენტარი