კუდ-ის მაღალჩინოსნების საქმე

ბადრი პატარკაციშვილის სახლზე თავდასხმის მომზადების საქმის ფარგლებში, ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის უკანონოდ დაკავების ფაქტზე ბრალდებულების საქმის განხილვა გრძელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. პროცესზე პროკურატურამ საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, თეა წერეთლის ჩვენება გაასაჯაროვა, რადგან მოწმე საქართველოში არ იმყოფება. პროკურატურის თქმით, საქმისთვის აღნიშნული მოწმის ჩვენება მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქმეში ბრალდებულების მონაწილეობას ადასტურებს. აღნიშნულს არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე.