კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს ლევან ქარდავას შვიდი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ქარდავას მიმართ განაჩენი ბადრი პატარკაციშვილის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე დადგა. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ლევან ქარდავას, დავით ქოქიაშვილის და ილია გამგებლის ორგანიზებით 2006 წელს უკანონოდ დააკავეს ურეკის პოლიციის მაშინდელი უფროსი. უკანონოდ დაკავების მოტივი კი პირადი ანგარიშსწორება იყო, რადგან გამოძიების ცნობით, შამათავა პატარკაციშვილთან დაახლოებული პირი იყო და ხელი შეუშალა კუდ-ის მიერ პატარკაციშვილის სახლზე დაგეგმილ თავდასხმას.
თეონა ხუბულავა თემის დეტალებით.