ბადრი პატარკაციშვილის საქმის ურეკის ეპიზოდზე ორ ბრალდებულს, ილია გამგებელსა და დავით ქოქიაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მათ ბრალი სრულად აღიარეს. საპროცესო შეთანხმების მიხედვით, საპატიმროში ისინი ერთ წელს და 6 თვეს გაატარებენ, 3 წლით კი პორობითი მსჯავრი განესაზღვრებათ. ბრალს არ აღიარებს კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ლევან ქარდავა. საქმე ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის დაკავებას ეხება, რაც გამოძიების ინფორმაციით, უკანონოდ მოხდა. საქმეზე მოსამართლე დავით მგელიაშვილი განაჩენს 24 ივლისს გამოცხადებს.