კრწანისის რაიონში თბილისთან დაძმობილებული ქალაქების სახელობის სკვერი გაიხსნა.
სკვერში თემატური აბრაც განთავსდა, სადაც თბილისთან დაძმობილებული 20 ქალაქის სახელი და თბილისიდან კონკრეტულ ქალაქამდე მანძილია ასახული.
ღონისძიებას თბილისის მერიის, საკრებულოს, გამგეობებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.