საპროტესტო აქცია კრწანისში

კრწანისის რაიონის მოსახლეობა მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივების ინფორმაციით, 70 ათასი კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე კომპლექსის მშენებლობა დაუშვებელია, რადგან აღნიშნულ ტერიტორიას საზოგადოებრივი საქმიანობის ზონის სტატუსი აქვს მინიჭებული. მოსახლეობა სავალი გზის პრობლემაზეც საუბრობს. მათი განცხადებით, კომპლექსის მშენებლობის გამო, ქუჩაზე არაერთი დიდი ზომის მანქანა მოძრაობს, რაც მოსახლეობას გადაადგილებაში ხელს უშლის.

ადგილობრივების პრობლემებს დღეს ადგილზე რაიონის გამგებელიც გაეცნო. ბექა მიქაუტაძის განმარტებით, მიმდინარეობს ალტერნატიული გზის მოძიება, რის შემდეგაც მრავალფუნქციურ კომპლექსამდე სატვირთო მანქანები აღნიშნულ ქუჩას აღარ გაივლიან.