კრემლმა ევგენი პრიგოჟინთან შეთანხმებას მიაღწია

ჩაშლილი ამბოხი – რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ დაკავებულ ტერიტორიებს ტოვებს. კრემლსა და „ვაგნერის“ დამფუძნებელს შორის შეთანხმება მიღწეულია. მოსკოვისკენ მიმავალი მებრძოლების კოლონები თავიანთ ბანაკებს უბრუნდებიან. კრემლის ცნობით, ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში წავა. სწორედ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ შეასრულა დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლობა. ოფიციალური მინსკის ცნობით, ლუკაშენკო პრიგოჟინთან გუშინ მთელი დღის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს. რუსეთის ხელისუფლება ამბოხებულ მებრძოლებს ჰპირდება, რომ მათი დევნა არ მოხდება.

როგორია ახლა რუსეთში არსებული სიტუაცია? – ქეთი ჩოხელი მუშაობს თემაზე.