პრიგოჟინის არშემდგარი ამბოხი რუსეთში

ბზარი რუსეთის თავდაცვის ძალებში და პუტინის ავტორიტეტში – ასე ფასდება მსოფლიო ლიდერების მხრიდან „ვაგნერის“ მეთაურის ერთდღიანი ამბოხი.

ამ მომენტისთვის მოსკოვში, ვორონეჟსა და როსტოვში ანტიტერორისტული რეჟიმი მოხსნილია. უცნობია, სად იმყოფება შეიარაღებული აჯანყების ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ორი დღის წინ რუსეთიდან უსაფრთხოების გარანტიებით და ბელარუსში გადასვლის პირობით გაბრუნდა. „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ პროტესტი კერძო სამხედრო კომპანიის მომავალთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს უკავშირდებოდა და მისი მიზანი პუტინის ხელისუფლების დამხობა არ ყოფილა. 10 წლის წინ შექმნილი რუსეთის არაოფიციალური სამხედრო ქვედანაყოფი „ვაგნერი“ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იბრძვის, ბოლო პერიოდში ის საომარ მოქმედებებს ბახმუტში აწარმოებდა. რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნების პერმანენტული კრიტიკის შემდეგ „ვაგნერის“ მეთაურმა სამი დღის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მის მებრძოლებზე თავდასხმებში დაადანაშაულა და ბოროტების შეჩერების ლოზუნგით მეომრებთან ერთად მოსკოვისკენ დაიძრა.