პირველი თებერვლიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ამოქმედებული შეზღუდვების შემსუბუქება იწყება. სქემა რამდენიმე ეტაპს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, იხსენება სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები, გარდა შაბათ-კვირისა. სამუშაო საათები კი, დილის 10-დან საღამოს 7 საათამდე განისაზღვრა. 10 კვადრატულ მეტრ ფართობზე მაღაზიას, ერთი მომხმარებლის მიღება შეუძლია. სავაჭრო ცენტრების ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ახლა მთავარი პრობლემა ხანმოკლე სამუშაო საათებია, რის გამოც, შემოსავალი მაღაზიებს დაახლოებით 60 პროცენტით შეუმცირდებათ. ამას ემატება თანამშრომელთა პერიოდული სავალდებულო ტესტირებაც.
მოამბე