კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში, რომელიც დემოკრატიაზე თავდასხმად ფასდება.
ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში მილიონნახევარი ევროა ამოღებული. თანხის ნაწილი ერთ-ერთი ევროპარლამენტარის ბინის ჩხრეკის დროს იპოვეს. ოთხ ბრალდებულს შორისაა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაიალი, ასევე ყოფილი დეპუტატი იტალიიდან, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. მათ ქრთამის აღებაში, ფულის გათეთრებასა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობაში ედებათ ბრალი. საქმე ეხება ქრთამის სანაცვლოდ კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობიზმს. ადგილობრივი უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ საქმის ფიგურანტთა სიას სხვა მოქმედი თუ ყოფილი მაღალჩინოსნების გვარებიც დაემატოს.